ru24.pro
World News
Декабрь
2024

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ზელენსკის შეხვდა

0
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად.


სალომე ზურაბიშვილმა X-ის გაავრცელა ტექსტი, რომელშიც მადლობას უხდის უკრაინის პრეზიდენტს, საქართველოს ხალხისთვის მისი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის. 


“ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ევროპული მომავალისთვის ბრძოლა გაიმარჯვებს, სხვა ალტერნატივა არ არის" - წელს სალომე ზურაბიშვილი.


ზელენსკი პარიზში 7 დეკემბერს პირისპირ შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს, ასევე მასპინძელს, პრეზიდენტის ემანუელ მაკრონს და სხვა ქვეყნების ლიდერებს.


2019 წლის ხანძრის შედეგად ძლიერ დაზიანებულ ტაძარი, პარიზის და საფრანგეთის სიმბოლო - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რესტავრაციის შემდეგ კვლავ იხსნება.


საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც 7 დეკემბერს საღამოს იმართება,  მსოფლიოს 30 სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენელი ჩადის, მათ შორის არიან ბრიტანეთის პრინცი, უილიამი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ელონ მასკი და სხვები.