ru24.pro
World News
Ноябрь
2024

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე გადადგა

0
გადადგა ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე. ინფორმაციას საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ის თავად ავრცელებს X-ში; 


„გადავდექი ლიეტუვაში საქართველოს ელჩის თანამდებობდიდან. პატივი იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში და მოკრძალებული წვლილი შემეტანა მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში, რომელიც თან ერთვის ევროატლანტიკურ გზას! საქართველო ევროპაა“,  - წერს იგი.




ელჩების გადადგომის ფონია საქართველოს მთავრობის უარი ევროინტეგრაციის გაგრძელებაზე და ამ პროცესის შეწყვეტა 2028 წლამდე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ რამდენიმე ქართველმა დიპლომატმა დატოვა თანამდებობა,  საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გავრცელებული განცხადება, რომლითაც ისინი მიუღებლად მიიჩნევენ საქართველოს მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას 2028 წლამდე.




საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობები დატოვეს:



შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 
საქართველოს ელჩმა ბულგარეთში
იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა
ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა