კიდევ ერთი ნოემბერი, უკვე ივანიშვილის შესრულებით - გახარია
„2024 წლის 30 ნოემბერი - კიდევ ერთი ნოემბერი უკვე ივანიშვილის შესრულებით. კიდევ ერთი დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“, - ასე აფასებს ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიციის მიერს პრო-ევროპული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევას.
„რეჟიმმა თვითგადარჩენისთვის არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იძალადა. ახალგაზრდებზე, რომლებსაც მხოლოდ თავისუფალ, ევროპულ საქართველოში ცხოვრება სურთ. მოძალადე რეჟიმს საქართველომ ერთხელ უკვე უთხრა - არა“ - წერს გახარია ფეისბუკზე.
გახარიას პარტია, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთია იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისის მერიოტის“ მოპირდაპირე მხარეს დემონსტრანტებმა ბარიკადები ააგეს.
პოლიციის მიერ აქციის დარბევისა და წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, გამზირზე ათასობით დემონსტრანტი რჩება.
მარტიოტთან ახლა რამდენიმე კარავია აღმართული, მათ გვერდით მიიტანეს ნაგვის ურნები, ქუჩის სკამები და სხვა ნივთები.