„იქ არ მოგიწიოს დაფურთხება“ - რატომ ბრაზობს ძალოსანი დეპუტატი ლაშა ტალახაძე
27 ნოემბერს, პარლამენტში, ჯერ კიდევ კომიტეტების გაერთიანებულ, პირველ სხდომაზე იჯდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლაშა ტალახაძე, როდესაც ინსტაგრამზე მის შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის ავტორს, საკუთარი ინიციატივით გამოელაპარაკა და სექსისტური შინაარსის, შეურაცხმყოფელი გზავნილები მისწერა.