ru24.pro
World News
Ноябрь
2024

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის სამედიცინო სისტემა გადატვირთულია დაჭრილებით

0
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ჯავშანტექნიკის უკმარისობისა და დრონების თავდასხმების მუქარის გამო რუსეთის არმიას მუდმივად აქვს პრობლემები დაჭრილ მებრძოლთა ევაკუაციაში. ეს თავის მხრივ „თითქმის დანამდვილებით“ ზრდის ევაკუირებულთა შორის უფრო მძიმე ჭრილობებისა და უფრო მაღალი სიკვდილიანობის შანსს.


ბრიტანული დაზვერვა კვლავ იმეორებს რუსეთის დანაკარგების რაოდენობას, რომელსაც ის ადრეც ასახელებდა - 700 ათასზე მეტ მოკლულსა და დაჭრილს. მაგრამ, როგორც BBC შენიშნავს ამჯერად ბრიტანელი ექსპერტები მიუთითებენ წყაროს და ცალკე გამოყოფენ დაჭრილების რაოდენობას. ესაა უკრაინის გენერალური შტაბის დაანგარიშება, რომლის თანახმად, დაჭრილთა რაოდენობა დაახლოებით 500 ათასი ჯარისკაცია.


ამგვარად, დიდი ბრიტანეთის დაზვერვას მიაჩნია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბრძოლებში დაიღუპა რუსეთის 200 ათასზე მეტი სამხედრო. ეს დაახლოებით ერთი მესამედით ნაკლებია რუსეთის დამოუკიდებელ ჟურნალისტთა შეფასებაზე, რომლებმაც დაღუპულ რუს ჯარისკაცთა სიების შესწავლის საფუძველზე განაზოგადეს მონაცემები.


„პრაქტიკულად უეჭველია, რომ დანაკარგების ასეთი მასშტაბი დიდ ტვირთად აწვება რუსეთის სამხედრო-სამედიცინო სისტემას ყველა დონეზე. იწვევს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ პრობლემებს და სამედიცინო პერსონალის დეფიციტს. ეს პრობლემები სავარაუდოდ შენარჩუნდება უახლოესი სამი თვის განმავლობაში,“ აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა სოცქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.