ru24.pro
World News
Ноябрь
2024

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე კელინ ჯეორჯესკუ და მოქმედი პრემიერ-მინისტრი ლიდერობენ

0
რუმინეთში კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენეთა წარმომადგენელი კელინ ჯეორჯესკუ და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი მარსელ ჩოლაკუ ლიდერობენ. რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური ამ ცნობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების 95%-ის გადამუშავების შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.


წინასწარი მონაცემებით ჯეორჯესკუს ხმათა 22,16%-ი აქვს, მარსელ ჩოლაკუს - 20,38%. მესამე ადგილს იკავებს "რუმინეთის ხსნის კავშირის ლიდერი", ელენა ლასკონი (17,81%), რომელიც ეგზიტპოლების პირველადი მონაცემებით მეორე ადგილზე იყო.




თუ საბოლოო მონაცემით ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ამომრჩეველთა 50%-ზე მეტს, მაშინ 8 დეკემბერს რუმინეთში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.

8 დეკემბერს რუმინეთში პარალელურად საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართება.