ru24.pro
World News
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28
29
30

ძირს უთხრის კულტურული დიალოგის პატივისცემას - დანიის ელჩი ჩეხეთის საელჩოს გამოფენის დაზიანებაზე

0
დანიის ელჩი საქართველოში, ანნე ტოფტ სორენსენი ეხმაურება ჩეხეთის საელჩოს მიერ მოწყობილი, 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენის დაზიანებას და წერს:


„თბილისში დანიის საელჩო სოლიდარობას უცხადებს ჩეხ კოლეგებს საქართველოში. ასეთი აქტები ძირს უთხრის კულტურული დიალოგის პატივისცემის ძირითად ღირებულებებს“.




საქართველოში ჩეხეთის ელჩის, პეტრ კუბერნატის თანახმად, თბილისში, ვაკის რაიონში, ჩეხეთის საელჩოს მოწყობილი გამოფენა, რომელიც 1989 წლის ხავერდოვან რევოლუციას ეძღვნებოდა, დააზიანეს.


ელჩმა კუბერნატმა 23 ნოემბერს პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც დაზიანებული საგამოფენო ბანერები ჩანს.


„სამწუხაროდ, ასე დასრულდა 1989 წლის ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენი გამოფენა ერთი კვირის შემდეგ“, - წერს ელჩი.


გამოფენა ვაკეში, თამარაშვილის ქუჩაზე, ვაკის რაიონის გამგეობის მოპირდაპირედ მდებარე ვაცლავ ჰაველის პარკის გალავანზე იყო განთავსებული.


„არ მჯერა, რომ ვინმეს არ მოსწონებოდა ეს გამოფენა!“ - დაწერა ელჩმა კუბერნატმა.




17 ნოემბერს ჩეხეთსა და სლოვაკეთში „ხავერდოვან რევოლუციად“ წოდებული მოვლენების 35-ე წლისთავი აღნიშნეს.


ბერლინის კედლის დანგრევიდან მეცხრე დღეს პრაღაში ძალის გამოყენებით დაშალეს სტუდენტთა მშვიდობიანი დემონსტრაცია კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ.


მეორე დღეს გაიფიცნენ პრაღის თეატრების თანამშრომლები, ხოლო სტუდენტებმა ქალაქის უმაღლესი სასწავლებლების კამპუსები დაიკავეს.


რამდენიმე დღის შემდეგ დემონსტრანტთა რიცხვი უკვე ასიათასობით იყო, ხოლო თვის ბოლოს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტი ლიდერები თავისუფალი არჩევნების ჩატარებას დათანხმდნენ.


დეკემბერში მოწყობილ არჩევნებში გაიმარჯვა დისიდენტმა დრამატურგმა ვაცლავ ჰაველმა, რითაც დაიწყო დემოკრატიული აღდგენის პროცესი.