ru24.pro
World News
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24
25
26
27
28
29
30

მოშიმშილე დემონსტრანტი ისაკო დევიძე იზოლატორიდან კლინიკაში გადაჰყავთ - ადვოკატი

0
მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციისას დაკავებული დემონსტრანტი, ისაკო დევიძე, რომელსაც შიმშილობა აქვს გამოცხადებული, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაჰყავთ, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე.


ადვოკატის თქმით, ეს ინფორმაცია ზაჰესის იზოლატორის წარმომადგენლებისაგან 14:30 საათისთვის მიიღო და ამ წუთებში, 15:10 საათისთვის, „ვივამედისკენ“ მიდის.


დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით დაზუსტდება.


ისაკო დევიძე პოლიციამ 19 ნოემბერს დააკავა მელიქიშვილის ქუჩაზე, არჩევნების ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე, 15 სხვა დემონსტრანტთან ერთად.


სამართალდამცავები მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.




ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით.


20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა სამი დაკავებულის საქმეზე იმსჯელეს, მათ შორის იყო ისაკო დევიძეც. ის და კიდევ ერთი დაკავებული, დავით წოწორია, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-8-დღიან პატიმრობაში დატოვა.


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წერს, რომ სასამართლომ სამივე შემთხვევაში საკმაოდ მძიმე სანქციები გამოიყენა.