ru24.pro
World News
Ноябрь
2024

სასამართლოში იწყება არჩევნების შემაჯამებელ ოქმებზე სარჩელების განხილვა

0
თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე იწყება საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნით დაწერილი სარჩელების განხილვა. საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების სარჩელები სასამართლომ გააერთიანა და ერთ საკითხად განიხილავს.