ru24.pro
World News
Ноябрь
2024

პენტაგონის საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის საქმეზე ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

0
მასაჩუსეტსის შტატის ფედერალურმა სასამართლომ საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროებაში დამნაშავედ ცნო ამავე შტატის ეროვნული გვარდიის ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტი, 22 წლის ჯეკ ტეიშეირა. მას 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.


აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ტეიშეირა 2023 წლის აპრილში დააკავა.


იუსტიციის მინისტრ მერიკ გარლანდის თანახმად, ჯეკ ტეიშეირამ სოციალურ ქსელებში არაერთხელ გაავრცელა სამხედრო შინაარსის საიდუმლო ინფორმაცია, რათა შთაბეჭდილება მოეხდინა ანონიმ ინტერნეტ-მეგობრებზე.


საქმის პროკურორ ჯოშუა ლევის განცხადებით, ტეიშეირა პასუხისმგებელია აშშ-ის ისტორიაში საიდუმლო სადაზვერვო მონაცემების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გაჟონვაზე, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა აშშ-ს, საფრთხე შეუქმნა სამხედრო მოსამსახურეებს და დააზიანა მოკავშირეებთან ურთიერთობები.


ჯეკ ტეიშეირამ დანაშაული დაკავებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის მარტში, აღიარა.