პრეზიდენტი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდება
პოსტსაარჩევნო გარემოში საქართველოს რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები ეწვევიან.
ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა X-ზე დაწერა, რომ საქართველოს ეწვევიან შემდეგი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები:
გერმანია - მიხაილ როთი ფინეთი - იუკა კოპრა შვედეთი - ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი საფრანგეთი - საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი; ლიეტუვა - ჟიგიმანტას პავილიონისი ლატვია - ინარა მურნიეცე ესტონეთი - მარკო მიხელსონი პოლონეთი - კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დელეგაციას 11 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის განცხადებით, ცალკე შეხვედრაზე ოპოზიცია დელეგაციას მიაწვის ინფორმაციას, „თუ როგორ მოჰპარა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნები“.