გაფართოების მომავალ კომისარ მარტა კოსს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა
ევროკავშირის კომისრობის კანდიდატმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა 7 ნოემბერს ბრიუსელში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისგან მხარდაჭერა მიიღო, თუმცა მას ჯერ მოუწია პასუხები გაეცა რთულ შეკითხვებზე გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით და თავისი კომუნისტური წარსულის შესახებ.