ცესკო ISFED-ის პასუხად ამბობს, რომ 11 უბანზე გენდერული სტატისტიკა ცდომილებით დამუშავდა
ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული“ განცხადება გააკეთა. ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა, ერთი მხრივ, თქვა, რომ 11 საარჩევნო უბანზე გენდერული სტატისტიკა არასწორად დამუშავდა, მეორე მხრივ კი, მაინც არასამთავრობო ორგანიზაცია დაადანაშაულა „მანიპულაციური“ განცხადების გავრცელებაში.