ათამდე გიზარდა ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ქალაქში გლოვა გამოცხადდა
7 ნოემბერს რუსეთმა მორიგი საავიაციო დარტყმა განახორციელა ზაპოროჟიეზე, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა. იერიშის შედეგად მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა 130 სახლზე მეტი, საიდანაც მაშველებმა სამი ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის გადარჩენა შეძლეს.
ნგრევის ამსახველი ფოტოები ტელეგრამის არხით ზაპოროჟიის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფიოდოროვმა, გამოაქვეყნა.
უკრაინელი მოხელე ამტკიცებს, რომ 7 ნოემბერს რუსეთის ავიაციამ ზაპოროჟიის თავზე 5 მართვადი საავიაცო ბომბი ჩამოყარა. 8 ნოემბერს ზაპოროჟიეში გლოვის დღე გამოცხადდა.
ზაპოროჟიეზე რუსეთმა იერიშები გააძლიერა მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი ალყის შედეგად ხელთ იგდო დონეცკის ქალაქი უგლედარი. ქალაქი ორი ფრონტის - აღმოსავლეთის (დონეცკის რეგიონი) და სამხრეთის (ზაპოროჟიე) - შესაყარზე მდებარეობს.