“ერთ-ერთ პოსტში ის მეუღლეს გადაწყვეტილებას უწონებს” - რა წერია ცესკოს სააპელაციო საჩივარში
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ასაჯაროებს საარჩევნო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივრის შინაარსს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" წერს, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჩივარში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია მოსამართლის მეუღლის პირადი მოსაზრებები საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით, რაც აპელანტების აზრით, შესაძლოა გადაწყვეტილების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდეს.
საარჩევნო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარში ვკითხულობთ:
“საქმის განმხილველი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მეუღლე ელზა გურგენიძე არის “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” შემომწირველი… გამოირჩევა სოციალურ ქსელებში პოლიტიკური და საარჩევნო სუბიექტის “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო სააგიტაციო განცხადებებით. ერთ-ერთ პოსტში ის მეუღლეს მიღებულ გადაწყვეტილებას უწონებს და უქებს.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ ბატონ ვლადიმერ ხუჭუას წინამდებარე საქმის განხილვაზე უნდა მიეღო თვითაცილების გადაწყვეტილება, რადგან არსებობს ეჭვის რეალური საფუძველი, მის მიუკერძოებლობაში. ასეთი გადაწყვეტილება ვერ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი შინაარსის მატარებელი… საქმე განიხილა მოსამართლემ, რომელსაც არ უნდა განეხილა. ამრიგად, საქმის არაკანონიერი შემადგენლობის განხილვის გამო, სახეზეა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი”, - წერია საარჩევნო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარში, რომელსაც საია აქვეყნებს.
ნონა ქურდოვანიძე, საიას დირექტორი, 6 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოეხმაურა საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებებს მოსამართლის თვითაცილებისა და მოსამართლის მეუღლის პოსტებთან დაკავშირებით და თქვა:
“თქვენ გვეუბნებით, რომ მეუღლის პოსტების გამო მოსამართლე ხუჭუას თავი უნდა აეცილებინა?! ან რატომ არ დააყენეთ ეს შუამდგომლობა პროცესზე, როდესაც ამის შესაძლებლობაც გქონდათ? განვიხილოთ, რა არის ამ პოსტების შინაარსი (მოსამართლის მეუღლის პოსტები), მაგალითად, სიმონიანის კრიტიკა, რომელიც არის რუსი პროპაგანდისტი. ეს ჯდება მოსამართლის ცოლის გამოხატვის თავისუფლებაში და არ წარმოადგენს მოსამართლის აცილების საფუძველს."
საარჩევნო ადმინისტრაცია სააპელაციო სარჩელით ასევე მოითხოვს წალკისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან გამოთხოვილი ბიულეტენებისა და სხვა მტკიცებულებების საქმიდან ამოღებას, რომლებიც სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიკვლია.
4 ნოემბერს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელი დაკმაყოფილდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა.
ვლადიმერ ხუჭუამ თქვა, რომ წალკის საოლქო კომისიასთან მიმართებით, სასამართლომ დააადგინა, რომ "იყო უმძიმესი დარღვევები", როგორიცაა საჩივრის არგატარება შესაბამისი წესით, დადასტურდა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, გარკვეული ხელშეშლა დამკვირვებლებზე:
"სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე არ არის თავისუფალი, შესაბამისად, შედეგები უნდა იქნას ბათილად ცნობილი".
რაც შეეხება ვლადიმერ ხუჭუას ცოლის მიერ განხორციელებულ შემოწირულობას, ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ელზა გურგენიძეს 2023 წლის 28 მარტს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" შეწირული აქვს 98 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საპარლამენტო არჩევნებზე სააპელაციო სარჩელების განხილვა 6 ნოემბრის 15 საათიდან მიმდინარეობს. მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს, რომელიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ ელექტრონული სისტემით ჩატარდა.