ru24.pro
World News
Ноябрь
2024

Amnesty-ი მოუწოდებს ირანს, გაათავისუფლონ ირანელი ქალი, რომელიც პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტთან თითქმის სულ გაშიშვლდა

0
საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია Amnesty International-ი მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ახალგაზრდა ქალი, რომელიც თეირანის უნივერსიტეტის შენობასთან თითქმის მთლიანად გაშიშვლდა შევიწროების წინააღმდეგ მორიგი პროტესტის ნიშნად.


ირანის ხელისუფლებამ სტუდენტი ქალი დააკავა 2 ნოემბერს, როცა მან ქვედა საცვლებამდე ყველაფერი გაიხადა უნივერსიტეტთან, ქუჩაში.


ვიდეოჩანაწერი პირველად გამოაქვეყნა სტუდენტურმა არხმა Amir Kabir-მა, შემდეგ უფლებადამცავმა ჯგუფმა Hengaw-მ და Amnesty International-მა, ასევე სხვებმა.


„გათავისუფლებამდე ხელისუფლებამ ის უნდა დაიცვას წამებისა და სასტიკი მოპყრობისგან, მას ასევე უნდა ჰქონდეს ოჯახთან და ადვოკატთან კავშირის შესაძლებლობა“ - აცხადებს Amnesty. „ცემისა და სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ“: დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული,“ - წერს უფლებადამცავი ორგანიზაცია.