ru24.pro
World News
Ноябрь
2024

14 ადამიანი დაიღუპა სერბეთში ვაგზალზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად

0
14 ადამიანი დაიღუპა სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ვაგზალზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად. ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი ავრცელებს.


„იმედი გვაქვს, რომ მსხვერპლის რაოდენობა არ გაიზრდება - დაიღუპა 14 ადამიანი. მათგან ვერ ამოვიცანით - ხუთი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრაგედიიდან რამდენიმე საათში.


2 ნოემბერი სერბეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.


ბეტონის გადახურვა პირველ ნოემბერს, შუადღისთვის ჩამოინგრა. ის ვაგზლის შენობასთან, სკამებზე მომლოდინე ხალხს დაეცა.


შენობას რეკონსტრუქცია 2021 წელს ჩაუტარდა და განახლებული შენობა 2024 წლის 5 ივლისს გაიხსნა.