რიგაში რუსი სარდლის, ბარკლაი დე ტოლის ქანდაკება ჩამოხსნეს
რიგაში, ლატვიის დედაქალაქში რუსი სარდლის, ბარკლაი დე ტოლის ქანდაკების დემონტაჟი მოახდინეს.
ამის შესახებ იტყობინება რიგის მერი, ვილნის კირსისი, სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი).
მან ქანდაკების დემონტაჟის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "ესპლანადა გათავისუფლებულია რუსული იმპერიალიზმის სიმბოლოსგან."
ბარკლაი დე ტოლის ქანდაკება იდგა პარკში, ლატვიის მთავრობის შენობის მოპირდაპირე მხარეს. ოქტომბრის შუა რიცხვებში, რიგის საკრებულომ რუსი სარდლის ქანდაკების ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. რიგის საკრებულოს ძეგლთა საბჭო ამის წინააღმდეგი იყო.
ბარკლაი დე ტოლის ქანდაკება რიგაში 1913 წელს დაიდგა, 1812 წლის - ნაპოლეონის წინააღმდეგ - „სამამულო ომში” გამარჯვების 100 წლისთავზე. შოტლანდიურ-გერმანული წარმოშობის სარდალი აცხადებდა, რომ ამ ქალაქში დაიბადა.
პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წელს, მოახდინეს რიგიდან მისი ევაკუაციის მიზნით, რის შემდეგაც ის დაიკარგა. ქანდაკების ადგილას დარჩა კვარცხლბეკი. 2002 წელს, ბიზნესმენ ევგენი გომბერგის ინიციატივით, მასზე აღმართეს ქანდაკების ასლი. 2024 წელს კვარცხლბეკს რამდენჯერმე შეასხეს საღებავი.
დემონტაჟის შემდეგ, იგეგმება ქანდაკების ევგენი გომბერგისთვის დაბრუნება, იტყობინება Delfi.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ, ლატვიაში დაიწყეს რუსეთთან ისტორიულად დაკავშირებული ძეგლების დემონტაჟი. 2022 წელს რიგაში დაანგრიეს საბჭოთა არმიის მებრძოლთა ხსოვნის ძეგლი, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაიდგა.
იქამდე ამ მონუმენტს იცავდა ლატვიისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება. ქვეყნის პარლამენტმა მისი მოქმედება ცალმხრივად შეაჩერა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საპასუხოდ სისხლის სამართლის საქმე გახსნა. 2023 წელს ჩამოხსნეს პოეტ ალექსანდრ პუშკინის ქანდაკება, რომელიც კრონვალდის პარკში იდგა.