ვიქტორ ორბანი თბილისშია - სააკაშვილის ყოფილი მეგობარი „ოცნების“ გამარჯვებას ზეიმობს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პირველი და ერთადერთი ევროპელი ლიდერია, ვინც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, მალევე, - ჯერ კიდევ ცესკოს მონაცემების გამოქვეყნებამდე. 28 ოქტომბერს კი, ორბანი თბილისში ჩამოვიდა.