„ესტონეთი მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის გვერდით“ - ესტონეთის პრეზიდენტი
ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი პლატფორმა X-ზე ორი პოსტით ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და წერს, რომ საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით.