ru24.pro
World News
Октябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24
25
26
27
28
29
30
31

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მასკის წინასაარჩევნო ლატარია შეიძლება უკანონო იყოს

0
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გააფრთხილა მილიარდერ ილონ მასკის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტი, America PAC, რომ ბიზნესმენის ინიციატივა, გაათამაშოს ყოველ დღე მილიონი დოლარი საპრეზიდენტო არჩევნებამდე "მოყოყმანე," ანუ იმ შტატებში, რომლებიც არ არიან ორი წამყვანი პარტიიდან რომელიმეს ტრადიციული მომხრე, შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ფედერალურ კანონმდებლობას.


ამის შესახებ იტყობინება NBC News-ი ვითარებაში გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით. CNN-ი წერდა ახლახან, რომ მასკის კომიტეტს მიუვიდა წერილი იუსტიციის სამინისტროს კორუფციის განყოფილებიდან, რომელიც იკვლევს არჩევნების კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებს.


21 ოქტომბერს ყოფილი პროკურორების და მთავრობის ყოფილი მოხელეების ჯგუფის წერილი შევიდა იუსტიციის სამინისტროში, რომელსაც ისინი სთხოვდნენ, გამოიძიოს მასკის ლატარიის, როგორც საარჩევნო კანონმდებლობის პოტენციური დარღვევის საქმე.


იურისტებმა - ექსპერტებმა აცნობეს NBC News-ს, რომ მასკის ლატარია, მათი აზრით, სამართლებრივ რუხ ზონაში ხვდება და არაა აუცილებელი კანონს არღვევდეს.


ფედერალური კანონით, კენჭისყრაში მონაწილეობისთვის ფულის გადახდა დანაშაულია, მაგრამ პეტიციაზე ხელის მოწერა - არა, წერდა New York Times.


მასკმა პირობა დადო, რომ ყოველდღიურად, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, "მოყოყმანე შტატებში"  გაათამაშებს მილიონ დოლარს იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ამერიკის კონსტიტუციის ორი - პირველი და მეორე შესწორების (სიტყვის თავისუფლებისა და იარაღის ტარების უფლების) დასაცავად მის პეტიციას მოაწერენ ხელს. პეტიციის ტექსტი გამოქვეყნდა America PAC-ის საიტზე, რომელიც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, დონალდ ტრამპს უჭერს მხარს.


America PAC-ს მასკმა 75 მილიონი დოლარი შესწირა და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის უმსხვილესი დონორი გახდა.


არჩევნები აშშ-ში 5 ნოემბერს ჩატარდება. „მოყოყმანე შტატებად“ ითვლება არიზონა, მიჩიგანი, ჯორჯია, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, ვისკონსინი და ორივე პარტიისთვის მნიშვნელოვანი პენსილვანია.


გასულ კვირაში მასკი რამდენჯერმე იყო პენსილვანიაში, რათა ამომრჩევლები წაექეზებინა, გატარდნენ რეგისტრაციაში. NBC News-ის თანახმად-ის თანახმად ამ ეტაპზე მასკის ლატარიის ოთხი გამარჯვებულია ცნობილი.