"არჩევნებზე ვერ მივალ" - როგორ და რატომ იკარგება გალელებისა და ახალგორელების ხმები?
გალსა და ახალგორში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ვერ მიიღებენ მონაწილეობას 26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში. ორივე რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ არჩევნების გამო გამშვები პუნქტები ჩაკეტა.