ირაკლი კობახიძის თქმით, ანაკლიაში პორტის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ Jan De Nul-მა. პროექტირება-მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე პრემიერმა თქვა, რომ კომპანია სამუშაოებს 16 სექტემბრიდან შეუდგა.