საპატრიარქო არჩევნებში "ხანგრძლივი მშვიდობისა" და "ოჯახური ტრადიციების" მხარდაჭერაზე აკეთებს განცხადებას
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტების ფონზე, რომ "პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩინდება", მიუთითებს, რომ "ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს".
მშვიდობა და მშვიდობის უზრუნველყოფა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ლოზუნგია, პარტიამ ამის საილუსტრაციო ბანერებიც გამოიყენა - ბანერებზე "არა ომს, აირჩიე მშვიდობა!" ჩანს უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობებისა და ტაძრების ფოტოები, მათ გვერდით კი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში რეაბილიტირებული თუ აშენებული ობიექტები.
მმართველი პარტიის ბანერებს საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა, სოციალურ ქსელებში მომხმარებლები უკრაინელ ხალხს ბოდიშსაც უხდიდნენ.
მმართველი პარტია თავის მიზნებს შორის ასევე ასახელებს ოჯახური ღირებულებების დაცვას, რომლის უზრუნველსაყოფის საფუძვლით პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი ჰომოფობიური კანონიც მიიღო.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სასულიერო პირებს სთხოვს, რომ "არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე" "თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ".
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის 22 ოქტომბრის განცხადების შინაარსის შეფასებისას თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ხაზს უსვამს, რომ ის შესაძლოა არ ემთხვეოდეს საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას.
"იმის თქმა მინდა, რომ ჯაღმაიძის (ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი რ.თ.) სამსახური ერთია და მეორე, - პატრიარქი და საპატრიარქო, ეს ახლაც კარგად გამოჩნდა სახელმწიფო სტატუსზე რეაქციებიდან, პატრიარქის წინააღმდეგობა რომ არა, სახელმწიფო სტატუსს ალბათ დათანხმდებოდნენ თუმცა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ეს კონფლიქტი, შეიძლება არც არაფერს ცვლიდეს", - წერს ბექა მინდიაშვილი თავის ფეისბუკგვერდზე.
აგვისტოს ბოლოს საპატრიარქომ დაადასტურა, რომ ხელისუფლებისგან მიიღო მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზება.
31 აგვისტოს, ოზურგეთში წინასაარჩევნო ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და იმ შემთხვევაში, თუკი საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის, მისია „მკაფიოდ აისახება“.
თუმცა საბოლოოდ, კონსულტაციების შემდეგ, 1 სექტემბერს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შედგა შეთანხმება, რომ საქართველოს კონსტიტუციას დაემატოს ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერსაა დაგეგმილი.