ru24.pro
World News
Октябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში მიგრაციის პოლიტიკის გარშემოც იმსჯელებენ

0
ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ბრიუსელში 17 ოქტომბერს უკრაინის ომის, ახლო აღმოსავლეთში კრიზისის გარდა იმსჯელებენ მიგრაციის გარშემოც.


განსაკუთრებული არაერთსულოვნება ევროკავშირის ქვეყნებს შორის ამ თემაზეა.


გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შეხვედრის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირში რეფორმა მიგრაციის სფეროში ჩქარი წესით უნდა გატარდეს. შოლცის თანახმად, გერმანიის მთავრობა შესაბამის კანონებს ბუნდესტაგში “ძალიან მალე” წარადგენს და კარგი იქნებოდა, თუ რეფორმა ევროპის ყველა ქვეყანაში სწრაფად გატარდება.


კანცლერის თანახმად, წინა წელთან შედარებით გასულ თვეებში გერმანიაში თითქმის 50 პროცენტით ნაკლებმა მოითხოვა თავშესაფარი. მთლიანობაში, შოლცის თქმით, ევროპის საერთო მიგრაციული სისტემა “დიდი წინსვლაა”.


ევროკავშირის სხვა ქვეყნები თვლიან, რომ გაზაფხულზე მიღებული რეფორმები არაა საკმარისი. რეფორმის თანახმად, წევრმა ქვეყნებმა საერთო პროცედურის მიხედვით უკვე გარე საზღვარზე უნდა დაადგინონ, საფუძვლიანია თუ არა თავშესაფრის მოთხოვნა და შემდეგ, უარის შემთხვევაში, შესაბამის პირებს სწრაფად და პირდაპირ უნდა გაუკეთდეს დეპორტაცია გარე საზღვრებიდან.


მოელიან, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირის ქვეყნებს შორს ამ სფეროში შეთანხმება ვერ მოხერხდება და საბოლოო ერთობლივი განცხადება ვერ მიიღწევა.