ru24.pro
World News
Октябрь
2024

ტრამპი არ ადასტურებს, რომ პოსტის დატოვების შემდეგ პუტინს ესაუბრა, მაგრამ თვლის, რომ ეს ჭკვიანური იქნებოდა

0
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ამბობს, ესაუბრა თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მას მერე, რაც დატოვა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი, მაგრამ აღნიშნავს, რომ ჭკვიანური საქციელი იქნებოდა, ეს რომ გაეკეთებინა.


„ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ, - თქვა ტრამპმა ჩიკაგოს ეკონომიკის კლუბში კითხვა-პასუხის სესიაზე, - მაგრამ გეტყვით, ეს რომ გამეკეთებინა, ჭკვიანური საქციელი იქნებოდა. თუ ადამიანებთან ვმეგობრობ, თუ შემიძლია მათთან ურთიერთობა, ეს ქვეყნისთვის კარგია და არა - ცუდი “.


Washington Post-ის ჟურნალისტის ბობ ვუდვორდის წიგნში წაიკითხავთ, რომ 2021 წლის იანვარში, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ტრამპმა შვიდჯერ ილაპარაკა პუტინთან ტელეფონით.


თავის ნაშრომში, „ომი“, ვუდვორდი წერს, რომ ტრამპმა პუტინს COVID-19-ის ტესტები მალულად გაუგზავნა გაგანია პანდემიის დროს.


ტრამპის პრესმდივანმა ამ ინფორმაციას ყალბი უწოდა.