უშვილობა დაიბეგრება, „უშვილობის პროპაგანდა“ კი აიკრძალება
რუსეთის დუმა განიხილავს ე.წ. Childfree იდეოლოგიის პროპაგანდის ამკრძალავ კანონპროექტს. მისი მიღების შემთხვევაში აიკრძალება „უშვილობის პროპაგანდა“. კანონპროექტი ითვალისწინებს ფულად ჯარიმებსა და 15-დღიან პატიმრობას. რუსეთში ასევე განიხილავენ უშვილობის გადასახადის შემოღებას, როგორც ეს სსრკ-ში იყო.