პრეზიდენტი ცესკოს მოუწოდებს, საარჩევნო უბანი გახსნას სტრასბურგში
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი გახსნას საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგშიც. ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არაერთხელ შეხვდა საქართველოში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, მათ შორის, საფრანგეთის ელჩს და მიიღო სრული მხარდაჭერა დამატებითი უბნების გახსნაზე.