აშშ-სა და ევროპის 6 ქალაქში დამატებითი საარჩევნო უბნები იხსნება
ცესკოს გადაწყვეტილებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ დამატებით ექვსი საარჩევნო უბანი იხსნება. საარჩევნო უბნები გაიხსნება: ამერიკის შეერთებულ შტატებში - ნიუ-იორკში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - ბერლინში; ესპანეთის სამეფოში - ბარსელონაში; იტალიის რესპუბლიკაში - რომში; საბერძნეთის რესპუბლიკაში - ათენსა და სალონიკში; საფრანგეთის რესპუბლიკაში - პარიზში.