ივანიშვილის მილიარდი ბერმუდის სამკუთხედში - ვის ხელშია „ოცნების“ დამფუძნებლის ფული?
ბიძინა ივანიშვილი კვლავ ელოდება, როდის დაუბრუნდება ფული, რომელიც შვეიცარიულმა ბანკმა აზარალა. ჯამში, საქმე ეხება მილიარდ დოლარზე მეტს. ბერმუდის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებიდან კი ირკვევა, რომ ივანიშვილსა და მის კუთვნილ ფულს შორის, დროებით მაინც, მისი პოლიტიკური პრობლემები დგას.