საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო - ამბობს მისი ცოლი
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა დღეს, 21 სექტემბერს, წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი კაცი ითხოვს, ის საქართველომ აზერბაიჯანს არ გადასცეს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მისმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ მიაწოდა.