მოსკოვმა სოხუმს „გამოსაფხიზლებელი წიხლი“ უთავაზა - როგორ შემოსწყრა კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთს?
კრემლმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას დაფინანსება შეუჩერა და მალე შეიძლება ურჩ დეპუტატებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვას. რუსული პროპაგანდა სეირს უყურებს და ოკუპირებული რეგიონის დასჯას გემოს ატანს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სოხუმმა მოსკოვისთვის სასურველი კანონები არ მიიღო.