კულება და სხვა მინისტრები მიდიან - რა ხდება უკრაინის მთავრობაში?
უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში სერიოზული საკადრო ცვლილებებია. 4 სექტემბერს თანამდებობიდან გადადგომის განცხადება დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, წინა დღით მინისტრთა კაბინეტი დატოვა ორმა ვიცე-პრემიერმა და სამმა მინისტრმა.