„სწორედ ამიტომ ვეღარ ჩავდივარ ბელარუსში“, - მწერალი ჰანა იანკუტა დევნილობაზე, წიგნებზე, პარალელებზე საქართველოსთან
„ჩემი სახლი აქედან ძალიან ახლოსაა, მაგრამ იქ ჩასვლა არ შემიძლია“, - ბელარუსი მწერალი და მთარგმნელი ჰანა იანკუტა გუგლის რუკაზე თავის მშობლიურ ქალაქზე უთითებს: გროდნო დასავლეთ ბელარუსში, პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ჰანა იქ დაიბადა და გაიზარდა.