ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციურ პარტიებს ფინანსების გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებს
ანტიკორუფციული ბიურო, რომლის თავმჯდომარეც პრემიერ-მინისტრმა დანიშნა, ოპოზიციურ პარტიებს ფინანსების გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებს და გამოთქვამს ეჭვს, რომ ისინი დაფინანსებას კანონდარღვევით იღებენ. კონკრეტული პარტიების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ბიუროს თავმჯდომარე რაჟდენ კუპრაშვილმა.