„ევოლუშენის“ თანამშრომლები მზად არიან შეწყვიტონ შიმშილობა, თუ კომპანია ერთ პირობას შეასრულებს
„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები, რომლებიც თითქმის ორი კვირაა, შიმშილობენ, მზად არიან შეწყვიტონ პროტესტის ეს ფორმა, თუ კომპანია იმ დასაქმებულებს, რომლებიც არ გაფიცულან, აუნაზღაურებს აგვისტოში გაცდენილი სამუშაო დღეების ხელფასს. გუშინ გავრცელებულ მიმართვას კომპანიამ დღეს, 26 აგვისტოს, უპასუხა.