საკონსტიტუციო უმრავლესობა: არის თუ არა „ოცნების“ ამოცანა შეუსრულებელი მისია?
“ქართული ოცნება” ამომრჩეველს არჩევნებზე “ქუდზე კაცის” მისვლას საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების მისაღებად სთხოვს. მმართველი პარტია, რომელიც ხელისუფლებაშია 2012 წლიდან, სამ მიზეზს ასახელებს, რომელთა გამოც სურს კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების შეტანა.