ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებას „მეორე ფრონტისკენ“ მოუწოდებდა. პრემიერმა ამის შესახებ ილაპარაკა ჟურნალისტებთან, რომლებმაც მას პრეზიდენტის „ყირიმის პლატფორმაში“ მონაწილეობის შესახებ ჰკითხეს.