საქართველომ საფრანგეთიდან €30 მლნ ისესხა ხაშურში წყალმომარაგების პროექტის დასასრულებლად
ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების პროექტის დასასრულებლად საქართველომ საფრანგეთიდან 30 მილიონი ევრო ისესხა. სასესხო ხელშეკრულება უკვე დადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის.