რაც შეიძლება მკაცრი სასჯელი - როგორ ცვლიდა ხელისუფლება კანონს და ავიწროებდა სივრცეს პროტესტისთვის
2024 წლის გაზაფხულზე “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე სისხლის სამართლის წესით 10 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებიდან შვიდს გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება, ორის შემთხვევას ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია აქვს, რაც დამამძიმებელი გარემოებაა.