1 აგვისტოდან დაიწყება „აგენტების კანონით“ გათვალისწინებულ ბაზაში რეგისტრაცია - ამბობს იუსტიციის მინისტრი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ უკვე მზად აქვთ ტექნიკური ბაზა, რომელიც აუცილებელი იყო „აგენტების კანონის“ ბაზაში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციისთვის. ამის შესახებ მან იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.