ნატოს ვაშინგტონის სამიტი: რატომ აღარ მოხვდა ალიანსში საქართველოს გაწევრების პირობა დეკლარაციაში
ნატოს 2024 წლის სამიტის დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ერთხელაა ნახსენები - აქამდე საქართველოს შესახებ დეტალურ ჩანაწერს ვხვდებოდით. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაფუჭების მორიგი, საგანგაშო ნიშანია, მთავრობა კი ამას დეკლარაციის მცირე ზომას მიაწერს.