ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დაზარალებულად სცნეს - "მთის ამბები"
გამოცემა "მთის ამბების" ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ მათი რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დაზარალებულად სცნო პოლიციელების მიერ მისი დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ფიზიკური ძალადობის საქმეში.