700 ლარით დააჯარიმეს ქალი აეროპორტში ვიქტორ ჯაფარიძესთან შელაპარაკების გამო
საქალაქო სასამართლომ 700 ლარით დააჯარიმა მარიამ წიწიკაშვილი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შელაპარაკების გამო. ქალი დეპუტატს ეუბნებოდა, რომ უნდა რცხვენოდეს „აგენტების კანონის“ მხარდაჭერისთვის.