ru24.pro
World News
Май
2024

„ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს „იმედად“ - უნდა შეიცვალოს თუ ჩავარდეს „აგენტების კანონი“?

0
13 მაისს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „აგენტების კანონი“, საპარლამენტო კომიტეტში, 67 წამში დაამტკიცა. კანონპროექტის კანონად ქცევამდე დარჩენილია მაქსიმუმ ორი კენჭისყრა და ორი შანსი „ოცნებისთვის“ - დაასრულოს მასობრივი საპროტესტო მოძრაობა ქვეყნის შიგნით და უპრეცედენტო კრიტიკა ქვეყნის გარედან.