ru24.pro
World News
Август
2023

ლეგენდარული ჩოგბურთელი არჩილ მდივანი იყო ერთადერთი ჩემპიონი საბჭოთა კავშირში, რომელიც დახვრიტეს

0
ლეგენდარული ჩოგბურთელი არჩილ მდივანი იყო ერთადერთი ჩემპიონი საბჭოთა კავშირში, რომელიც დახვრიტესმისი ერთადერთი დანაშაული, როგორც მისი სამი ძმისა და ერთი დის, ის იყო, რომ ბუდუ მდივანის შვილი იყო.
მისი საფლავი არ არის ცნობილი, როგორც მისი ძმების, დის, მშობლების და კიდევ, უამრავი ქართველის. ერთადერთი მემორიალური დაფაა ზუბალაშვილების ქუჩაზე, წარწერით:
,,აქ ცხოვრობდა, ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელი, არჩილ მდივანი.“
არჩილ მდივანი დაიბადა 1911 წლის 30 ივნისს!
ნათელი ჩაუდენელი დანაშაულისათვის საბჭოთა ტირანიის დროს დახვრეტილ ადამიანთა სულებს
არჩილ მდივანი პ ი რ ვ ე ლ ი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც მოიპოვა სპორტის ოსტატის წოდება ჩოგბურთში. იყო სსრკ-ის მრავალგზის ჩ ე მ პ ი ო ნ ი.
მისი მწვრთნელი იყო პარიზში დაბადებული ბერძენი იან ჰომერი, ქართული ჩოგბურთის ფუძემდებელი.
იან ჰომერი ი გ ო ნ ე ბ დ ა: – ,,კარგად აღზრდილი ყმაწვილი იყო. უკვე იცოდა გერმანული და ფრანგული ენები. ვერც იფიქრებდი, რომ ჩოგბურთი მის ხანმოკლე ცხოვრებაში ყველაზე დიდ გატაცებად იქცეოდა. ძალიან ნიჭიერი იყო – სწრაფი, ათლეტური, ყოველდღე ხვეწდა ტექნიკას და ტაქტიკურად რაღაც ახალს სწავლობდა”.
თვითნაბადი ტალანტი მალე გამოავლინდა და ლეგენდარულ სპორტსმენობამდე მიიყვანა, ამასთან ნახევარი მსოფლიოს აღიარებაც მოუტანა. ჩოგანი მის სავიზიტო ბარათად იქცა. როგორც ამბობენ, არჩილი კორტებზე ქმნიდა სანახაობას, აწყობდა ნამდვილ შოუს. მან დროს გაუსწრო და ისეთი სტილით დაიწყო ასპარეზობა, რომელიც 21-ე საუკუნის დამდეგს დაიწყეს.
26 წლის ახალგაზრდა ქვეყნის ჩოგბურთელთა უძლიერეს ა თ ე უ ლ შ ი შედიოდა.
,,კორტზე ერთი მიზანი გვქონდა – შესაშური პარტნიორობა და მეგობრობა. ის თითქოს ჩემი რეპერტუარის ნებისმიერ ტექსტს მღეროდა. არჩილი ერთეულთა თანრიგში დაუმარცხებელი იყო – უსწრაფეს კომბინაციებს ათამაშებდა, საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლებსაც კი შეშურდებოდათ. ჩვენი ოცნებები სპორტული მიღწევების მიღმა ის გახლდათ, იმდენად კარგები ვყოფილიყავით, რომ პუბლიკას მოვწონებოდით.. არ­ჩი­ლი თა­მა­შე­ბი­დან დღე­სას­წა­ულს ქმნი­და, მას სწრა­ფად­ვე გა­უჩ­ნდა გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა მთე­ლი რაზ­მი. ეს სტი­ლი სა­უ­ცხოო იყო – მჩქა­რობ­ლუ­რი, მოქ­ნი­ლი და ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი,”- იხ­სე­ნებ­და მდი­ვა­ნის მე­გო­ბა­რი, ედუ­არდ ნაგ­რე­ბეც­კი.
ანა დმიტ­რო­ე­ვა სა­კუ­თარ წიგნ­ში იხ­სნე­ნებ­და, რომ არჩილ მდი­ვანს კორტზე ყვე­ლა კა­ტას ეძახ­და, გა­ზე­თი ,,წი­თე­ლი სპორ­ტი” კი 1934 წელს წერ­და: ,,არ შეგ­ვე­და­ვოთ, ის ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლია, სა­ჩოგ­ბურ­თო კორტზე ნამ­დვი­ლი ვე­ფხვი გახ­ლავთ (ა. მდი­ვა­ნი – ლე­ო­პარ­დი) სმე­შე­ბის გარ­და, ყვე­ლა­ფერს ედუ­არდ ნაგ­რე­ბეც­კის ბა­დე­ში ურტყამს”.
მამისა და სამი ძმის დაპატიმრების მიუხედავად, არჩილმა ჩოგბურთს თავი მაინც არ დაანება. თავისუფალი იყო, თუმცა ჯოჯოხეთში უხდებოდა ცხოვრება – მთელი ოჯახი ციხეში იჯდა…
გაზეთი ,,წითელი სპორტიც” სპორტსმენის წარმატებებზე ჩვეულ სტილში წერდა:
,,ჩვენ არჩილ მდივანს ვიცნობთ, როგორც ბრწყინვალე მოთამაშეს წყვილთა თანრიგში. თუმცა ჩემპიონ ბორის ნოვიკოვთან ბოლო შეხვედრის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველ სპორტსმენს 1937 წლის ინდივიდუალურ თანრიგშიც შეუძლია გამარჯვების მოპოვება.”
მდივანი შეჯიბრებებზე მონაწილეობის მიღებას აგრძელებდა და ერთ-ერთ მათგანზე ლავრენტი ბ ე რ ი ა ს ა ც კი შეხვდა. არჩილმა ოჯახის ადგილსამყოფელი ჰკითხა, ,,გახდები ჩემპიონი და მთელ შენს ოჯახს გავათავისუფლებთ!” – დაპირდა ბერია. წარმოიდგინეთ, რამხელა მოტივაცია მიეცა არჩილს და გასაკვირიც არ არის, შეჯიბრების გამარჯვებული გახდა.
სპორტის ქომაგები და ოსტატები გამარჯვებას ზეიმობდნენ. არჩილის ტალანტის წინაშე ქედს იხრიდნენ და ეთაყვანებოდნენ….
ბერიამ კი დაპირება ასე აუსრულა: 1937 წლის 20 აპრილს მოსკოვში საკავშირო ჩემპიონატი იწყებოდა. იგი რუს ჩოგბურთელ კუდრიავცევს უნდა შეხვედროდა. 17 აპრილს არჩილი მოსკოვში დააპატიმრეს და თბილისში ბადრაგის თანხლებით გამოუშვეს….
ევტიხი სურმავა (შინსახკომის შიდა ციხის ზედამხედველი) იგონებს:
,,დაკითხვებზე სასტიკად აწამებდნენ ბუდუ მდივნის უმცროს ბიჭს არჩილს. მას ისე სცემდნენ, რომ თავად სიარული აღარ შეეძლო და საკანში ხელით გადაგვყავდა. იგი ტიროდა და ამბობდა, რომ მას უმიზეზოდ აწამებენ. იმასაც ამბობდა, რომ თუ მამა დააპატიმრეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი შვილი უნდა მოკლან”.
1937 წლის აპრილში შინსახკომის ციხეში უკვე ხუთი მდივანი იმყოფებოდა _ ბუდუ და მისი ოთხი ვაჟი.
რატომ გაწირა სტალინმა თავისი უახლოესი მეგობარი, რომლის ერთ-ერთი შვილის ნათლიაც კი იყო, ასე სასტიკად
ბუდუ მდივანი სტალინის უშუალო განკარგულებით დააპატიმრეს და ამას ო რ ი მიზეზი ჰქონდა:
პ ი რ ვ ე ლ ი, ბუდუ მდივანმა ს ტ ა ლ ი ნ ს ჩაუგდო სსრ კავშირზე ბევრად უარესი – ავტონომიზაციის პროექტი, რომელსაც სერგო ორჯონიკიძე, კიროვი, მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა … უჭერდნენ მხარს. საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი უნდა შესულიყვნენ რუსეთის საბჭოთა ფედერაციაში ა ვ ტ ო ნ ო მ ი ი ს სტატუსით.
ქვეყანა საერთოდ კარგავდა სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანს და ამასთან მოასწავებდა ქვეყნის სრულ რ უ ს ი ფ ი კ ა ც ი ა ს
მიუხედავად იმისა, რომ ბუდუ მდივანს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ა ნ ე ქ ს ი ა შ ი და იყო სტალინის, ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის თანამოაზრე, მიუხედავად ბოლშევიზმისა და კომუნისტური იდეალების ერთგულებისა, ბუდუ მდივანს თავის პარტიელებისგან განსხვავებით სამშობლოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა და მასში მაინც ქართული გული ფეთქავდა! ალბათ ამის გამო შეეწინააღმდეგა სტალინის გეგმას საქართველო ავტონომიის სახით შესულიყო რუსეთში და იბრძოდა, რომ ცალკე რესპუბლიკად შევსულიყავით საბჭოთა კავშირში.
ბუდუ ასევე წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ი იყო ს ა ი ნ გ ი ლ ო ს და განსაკუთრებით დ ა ვ ი თ გ ა რ ე ჯ ი ს ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის. მაგრამ სტალინმა და ორჯონიკიძემ ფაქტის წინაშე დააყენეს და იძულებული გახდა ხელი მოეწერა საინგილოს გადაცემაზე, რაც თანამდებობრივად ევალებოდა. მოვლენები ასე განვითარდა: რკპ(ბ) ცკ-ის კავკასიის ბიუროს სხდომაზე დასასწრებად სპეციალურად ჩამოვიდა მოსკოვიდან სტალინი… ორჯონიკიძე და სტალინი შეუთანხმდნენ აზერბაიჯანულ მხარეს და 1921 წლის 5 ივლისს გაირკვა, რომ ზაქათალა და ყარაიაზის უბანი აზერბაიჯანის შემადგენლობაში რჩებოდა. ზემოდან ზეწოლით, მოგვიანებით, 1921 წლის 15 ნოემბერს, ეს თავს მოხვეული შეთანხმება თავისი ნების საწინააღმდეგოდ დაამტკიცა ბუდუ მდივანმა მუხტარ გაჯიევთან ხელმოწერით. ასევე, ბუდუ წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ი იყო ა ფ ხ ა ზ ე თ ი ს, სამხრეთ ოსეთის და აჭარის ა ვ ტ ო ნ ო მ ი ე ბ ი ს შექმნის და ამას ასაბუთებდა კიდეც, მაგრამ….
უფრო მეტიც: 1921 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ყ ა რ ს ი ს ხელშეკრულება გაფორმებას წინ უსწრებდა თბილისში კავბიუროსა და რევკომის წევრების შეკრება, სადაც იხილებოდა ,,ახალ თურქეთთან ურთიერთობის საკითხები. სიტყვით სერგო ორჯონიკიძე გამოვიდა და მოუწოდა დამსწრეებს: ,,დავიც­ვათ მოს­კოვ­ში 1921 წლის 16 მარტს ხელ­მო­წე­რი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ზღვრე­ბის სა­კი­თხში, სტალინთანაც შეთანხმებულიაო… სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძეს სი­ტყვა არ ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რომ რევ­კო­მის თავ­მჯდო­მა­რე ბუდუ მდი­ვა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­მოდ­გა და მკვა­ხედ თქვა:
– ამ­ხა­ნა­გო სერ­გო, შენ­თვის ად­ვი­ლია…
ჩვენ რა ვქნათ? – მიმართა ბუ­დუმ, – ხალ­ხი რას გვე­ტყვის – მენ­შე­ვი­კებ­მა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­ერ­თი­ა­ნეს, თქვენ კი ჩვენს მამა-პა­პა­თა ის­ტო­რი­ულ მიწა-წყალს ანი­ა­ვებ­თო? ცოტა მი­ვე­ცით მე­ზობ­ლებს? თა­ნაც ახლა ვის ვაძ­ლევთ ტაო-კლარ­ჯეთს – თურ­ქებს, რომ­ლე­ბიც მე­გობ­რე­ბად მიგ­ვაჩ­ნია? განა მათ ჩემ­ზე კარ­გად იც­ნობ? ან­გო­რა­ში, მუს­ტა­ფა ქე­მა­ლის მთავ­რო­ბას­თან, სამი თვე ვი­ყა­ვი საბ­ჭო­თა რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და შიგ­ნი­დან ვხე­დავ­დი ყვე­ლა­ფერს… ვიცი, ეგე­ნი რა ხვი­თო­ე­ბიც არი­ან.. მე ვფიქ­რობ, რომ მოს­კოვ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს თურ­ქებს ბევ­რი რამ და­ვუთ­მეთ და იქ­ნებ ახლა მა­ინც ვცა­დოთ ცუდი საქ­მის ნა­წი­ლობ­რივ გა­მოს­წო­რე­ბა…
ორჯონიკიძე გააღიზიანა ბუდუ მდივანის ნათქვამმა:
– ამ­ხა­ნა­გო ბუდუ, შენ­მა მ ე ნ­ შ ე­ ვ ი კ­ მ ა ძმამ, სი­მონ­მა ხომ არ გ ა­ დ ა­ გ ი­ ბ ი­ რ ა? ისიც ან­გო­რა­ში იყო მენ­შე­ვი­კე­ბის ელ­ჩად, შენ­თან ერ­თადო…” (ისტორიკოსი და ანალიტიკოსი სიმონ კილაძე)
იმის გ ა მ ო, რომ ბუდუს და მის თანამოაზრეებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ ნაციონალურ საკითხებთან დაკავშირებით, დაერქვათ ნ ა ც ი ო ნ ა ლ – უ კ ლ ო ნ ი ს ტ ე ბ ი, ბოლო წვეთი სტალინისათვის ავტონომიზაციის ჩავარდნა იყო…
სტალინის პროექტის ჩავარდნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა „ნაციონალ-უკლონისტების“ აქტიურობამ და ლენინმა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსულტის შემდეგ ნახევრად პარალიზებული იყო, 26 სექტემბერს, ავტონომიზაციის საკითხზე, 2 საათი და 40 წუთი ელაპარაკა ბ უ დ უ მ დ ი ვ ა ნ ს – სტალინის მთავარ ოპონენტს ავტონომიზაციის საკითხში
ავტონომიზაციის პროექტის ჩაგდების შემდეგ, სტალინმა მაინც არ დაუშვა საქართველოს სსრ კავშირში დამოუკიდებელ რესპუბლიკად შესვლა და ახალი ვარიანტი წამოაყენა: უნდა შექმნილიყო ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა (საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის) და ფედერაცია უნდა გამხდარიყო სსრ კავშირის სუბიექტი. ამიერკავკასიის რესპუბლიკის სახით კავშირში შესვლა, საქართველოს უზღუდავდა კავშირიდან გასვლის უფლებას და ისედაც არათანაბარ პირობებში აყენებდა იმავე უკრაინასა და ბელორუსიასთან მიმართებით, არადა საქართველო ერთადერთი რესპუბლიკა იყო, რომლის დამოუკიდებლობა აღიარებული ჰქონდა როგორც თვითონ რუსეთს, ასევე ევროპის ქვეყნებსაც. 1922 წლის შემოდგომაზე გაუგონარი ამბავი მოხდა. როდესაც ორჯონიკიძემ – ამიერკავკასიის კომუნისტების ოფიციალურმა ხელმძღვანელმა – საქართველოს პირველი მდივნის თანამდებობიდან მიხეილ ოკუჯავა გადააყენა, პროტესტის ნიშნად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მთელი შემადგენლობა უბრალოდ გ ა დ ა დ გ ა. ეს იყო დიდი სკანდალი – უპრეცედენტო დაუმორჩილებლობა რუსეთის კომპარტიისა და რუსეთის ხელისუფლებისადმი ქართველი კომუნისტური ელიტის მხრიდან. ასეთი დემარში კომუნისტური პარტიის ისტორიას არ ახსოვს ასე რომ, ყველა ქართველი ბოლშევიკიც არ იყო ბოლომდე დაცლილი ეროვნულობისგან.
ნაციონალ-უკლონისტობი თანამდებობებს ჩამოაცილეს და ასე ვთქვათ ,,ჩამოალაბორანტეს” : 1921-22 წლებში საქართველოს რევკომის თავმჯდომარე და ამიერკავკასიის საკავშირო საბჭოს თავმჯდომარე ბუდუ მდივანი, 1922 წლამდე ცეკას პირველი მდივანი მიხეილ ოკუჯავა, საქართველოს კომპარტიის ცეკას წევრი ვლადიმერ დუმბაძე (ნოდარ დუმბაძის მამა) , უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე ცინცაძე (კამოს სიძე), მალაქია ტოროშელიძე, სერგო ქავთარაძე და სხვები.
ასევე ,,უკლონისტობისთვის” რამდენიმე წლით ადრე ჩამოქვეითებული ბუდუ მდივანი საქართველოს საერთოდ მოაშორეს და 1924 წელს დანიშნეს საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენლად საფრანგეთში, საიდანაც ,,ტროცკისტული” ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდების გამო 1928 წელს გამოიწვიეს, ყველა დაკავებული თანამდებობიდან მოხსნეს, პარტია დაატოვებინეს და 3 წლით გააციმბირეს სხვა თანამოაზრეებთან ერთად…
ეს მოვლენები პარტიაში მომხდარ პირველ დიდ განხეთქილებად და შიდა მსუბუქ რეპრესიების პირველ ტალღად მიიჩნევა იმასთან შედარებით, რაც შემდგომ მოხდა.
საბოლოოდ სტალინმა მაინც მიაღწია მიზანს და 1922 წლის 12 მარტს შეიქმნა ამიერკავკასიის ფედერაცია და ასფსრ ერთი რეპსუბლიკის სახით შევიდა სსრკ-ში.
სტალინმა, რა თქმა უნდა, ბუდუ მდივანსა და ნაციონალ – უკლონისტებს ეს წინააღმდეგობა დ ა უ მ ა ხ ს ო ვ რ ა ( საქართველოს სსრ-მ საბჭოთა კავშირის დატოვების ფორმალური უფლება მხოლოდ 1936 წელს მოიპოვა. ამ დროისათვის სტალინს უკვე დაპატიმრებული, გაძევებული ან დახვრეტილი ჰყავდა ნაციონალ – უკლონისტების ყველა მეტ-ნაკლებად წონიანი პოლიტიკოსი, სსრკ-ში პოლიტიკური საქმიანობის უფლებაც მხოლოდ ერთადერთ პარტიას – კომუნისტურ პარტიას ჰქონდა)
მ ე ო რ ე მიზეზი იყო ის, რომ სტალინს პარტიის წმენდის დაწყება ჰქონდა ჩაფიქრებული. ბუდუ მდივანი კი იმ ს ა კ ვ ა ნ ძ ო ფიგურას წარმოადგენდა, რომლის გ ა ტ ე ხ ვ ა ც შინსახკომს საქართველოში ტოტალური წ მ ე ნ დ ი ს ჩატარებისთვის საჭირო წინაპირობას შეუქმნიდა. მოსკოვიდან მოსული დირექტივის თანახმად, გამოძიებას ბუდუ მდივნისგან აღიარებითი ჩვენება მ ო კ ლ ე დროში უნდა მიეღო, მაგრამ ძველი ბოლშევიკი, რომელიც მეფის რუსეთის დროს გადასახლებასა და საპყრობილეებს შეჩვეული იყო, შინსახკომს სასურველ ჩვენებას თვეების განმავლობაში არ აძლევდა.
ამის გამო ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ს ა მ ი ვაჟი და­უ­პა­ტიმ­რეს, მაინც არ გატყდა. შემდეგ მოსკოვში გადაიყვანეს და იქ აუტანელი წამების ქვეშ აღიარებინეს ჩაუდენელი დანაშაული. ამის შემდეგ ისევ თბილისის ციხეში დააბრუნეს, სადაც ყველაფერი უარყო.
1937 წლის 17 აპრილს ბუდუზე ზეწოლის მიზნით, მისი მ ე ო თ ხ ე ბიჭის _ არჩილის დაპატიმრების ბრძანებაც გაიცა.
ბუდუ მდივანი დიდი ხანი ითმენდა ზეწოლას და დანაშაულის აღიარების ფურცელს ხელს არ აწერდა, თუმცა, როცა მეზობელი ოთახიდან შვილის, გიორგის წამების ხმა გაიგო, არარსებული დანაშაული აღიარა….
ბუდუ მდივანსა და მის შვილებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ბუდუ მდივანი 9 ივლისის ღამეს სოღანლუღის სიახლოვეს, ტრიალ მინდორში დახვრიტეს. 1937 წელს მასობრივი რეპრესიების დროს სწორედ სოღანლუღში ხვრეტდნენ სიკვდილმისჯილებს.
მამაზე ადრე, 27 ივნისს, მდივანის უ ფ რ ო ს ი ვაჟი, ი ვ ა ნ ე დახვრიტეს, ორი დღის შემდეგ მისი ბედი გ ი ო რ გ ი მდივანმაც გაიზიარა. ბუდუს დახვრეტიდან ორ დღის შემდეგ სიცოცხლეს გამოასალმეს მისი შუათანა ვაჟი დ ა ვ ი თ ი ც. 13 სექტემბერს სტალინის თანხმობით დახვრიტეს ბუდუ მდივანის უკანასკნელი ვაჟი, ჩოგბურთელი ა რ ჩ ი ლ მდივანი, რომელიც სტალინის თვალწინ გაიზარდა, მის სახლში ცხოვრობდა, როდესაც მოსკოვში ჩამოდიოდნენ…. ბუდუ მდივნის ქალიშვილი მ ე რ ი და მ ე უ ღ ლ ე მარია ციმბირში გადაასახლეს. მერი გადასახლებაში დახვრიტეს, მეუღლეც იქ დაიღუპა…. ბუდუს მხოლოდ ერთი ვაჟი – შალვა არ დაუპატიმრებიათ. ვერ მოასწრეს – 1933 წელს თვითმფრინავის გამოცდისას დაიღუპა… დაიჭირეს ყველა, ვისაც ბუდუ მდივანთან შეხება ჰქონდა, მძღოლიც კი…
ასე გაანადგურა სტალინმა თავისი უახლოესი მეგობრის ბუდუ მდივანის დიდი ოჯახი და რა თქმა უნდა, ნაციონალ-უკლონისტების მთელი გვარდია, მათ შორის თავისი მეორე მეგობარი ვლადიმერ (ლადო) დ უ მ ბ ა ძ ე ც – ნ ო დ ა რ დ უ მ ბ ა ძ ი ს მამა – 1937 წელს დააკავეს, შემდეგ მისი ძ მ ე ბ ი გაბრიელი და ნიკოლოზი, ვლადიმერის ც ო ლ ი ანა ბახტაძე და გაბრიელის მეუღლე თამარა ბარაბაძე. გაბრიელი და ვლადიმერი დ ა ხ ვ რ ი ტ ე ს, დანარჩენი „ხალხის მტრები“ გადაასახლეს გ უ ლ ა გ ი ს სხვადასხვა ბანაკებში. პატარა ნოდარი მაშინ რ ვ ა წლის იყო და ამით გადაურჩა დახვრეტას. მიხეილ ო კ უ ჯ ა ვ ა ს რვა შვილიდან 6 შვილი დახვრიტეს მშობლებთან ერთად, ორი გადარჩა მცირეწლოვანების გამო, ერთ-ერთი ვაჟა ოკუჯავაა, აკადემიკოსი, ნეიროფიზიოლოგი, თსუ-ს რექტორი (1980-1985 წწ) , დახვრიტეს მიხეილის ძმა შალვა ოკუჯავა (ბულატ ოკუჯავას მამა), შალვას ცოლი კი გააციმბირეს, დაიჭირეს და დახვრიტეს მიხეილის დაც ოლღა ოკუჯავა, გალაკტიონის მეუღლე…
მხოლოდ ფილიპე მახარაძესა და მიხა ცხაკაიას არ ახლო ხელი … ,,არ გაწირა რეჟიმმა გამომდინარე იქიდან, რომ ითვლებოდნენ ბოლშევიზმის ერთ-ერთ უხუცეს წარმომადგენლებად და სიმბოლოებად”.
1956 წელს რეაბილიტირებულ იქნა მდივნების ოჯახი. სპეც. კომისიამ დანაშაულის ნიშნები ვერ იპოვა ამოწყვეტილ ოჯახში….
ის, რაც საქართველოს ანექსიის შემდეგ საბჭოთა ტირანიამ გააკეთა, ეს იყო არაღიარებული გ ე ნ ო ც ი დ ი. საუკეთესო ქართველების გაწყვეტის გზით, შიშის სინდრომის გავრცელება და ხალხის დამონება, დემორალიზება. სამწუხარო წარსულია, თუმცა, უფრო სამწუხარო აწმყოა. აწმყო, სადაც რუსეთის შავ-ბნელ მხარეებში ახლაც ეძებენ ნათელ ფერებს.
წყარო