ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირს "განსაკუთრებული პასუხისმგებლობა" აკისრია უკრაინასთან მიმართებით
ევროკავშირს "განსაკუთრებული პასუხისმგებლობა" აკისრია უკრაინასთან მიმართებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 21 ივნისს, როცა უკრაინაში ინვესტირების გეგმებზე საუბრობდა.
"ეს ემსახურება უკრაინის მყისიერ საჭიროებებს. მაგრამ მოდით, მომავალზეც ვილაპარაკოთ. მე ვთვლი, რომ ევროპის კავშირს საგანგებო პასუხისმგებლობა აკისრია", - თქვა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში, უკრაინის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.
"უკრაინელები გვეუბნებიან, რომ, როცა თავიანთ მომავალს წარმოიდგენენ, ისინი ხედავენ მათი ქალაქების თავზე მოფრიალე ევროპის დროშას. და ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა იქნება ჩვენი კავშირის წევრი", - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.