ru24.pro
World News
Декабрь
2022

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა

0
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავით - ამ ცნობას სააგენტო ასოშიეიტედ პრესს აშშ-ის ოფიციალური პირი უდასტურებს. 


ზელენსკი 21 დეკემბერს შეხვედრას გამართავს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა.


ზელენსკი შემდეგ აშშ-ის კონგრესში გამოვა სიტყვით. კონგრესი ემზადება კენჭისყრისთვის მასშტაბურ ხარჯებზე, რომლებიც მოიცავს უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას.