ru24.pro
World News
Февраль
2022

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო: კიევის რეგიონში სარაკეტო დარტყმამ საცხოვრებელი კორპუსები გაანადგურა

0

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ადრიანად, კიევის რეგიონში, ქალაქებში – ვასილკოვში, ბილა – ცერკვასა და კალინოვკაში სარაკეტო დარტყმებმა ხუთსართულიანი საერთო საცხოვრებელი და ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაანგრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბილა – ცერკვაში საერთო საცხოვრებლისკენ, დახმარების აღმოსაჩენად სახელმწიფო სასწრაფო დახმარების სამი ბრიგადა მიემართება.

სასწრაფო დახმარების განყოფილებები ვასილკოვსა და კალინოვკაში ორ ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსთან ვერ მიდიან, ვინაიდან, დაბომბვა გრძელდება.