ru24.pro
World News
Июнь
2021

სალომე ზურაბიშვილი უკრაინას ეწვევა

0
23 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიევში ჩავა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება.


კიევში დაგეგმილია შეხვედრები: უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან.


საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სახელმწიფო დელეგაციაში იქნებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.